Monday, October 22, 2012


                          bags 
ჩანთა ეს ის ნივთია რომელიც ყველა ქალის გარდერობში მნიშვნელოვან ადგილს  იკავებს,ამიტომაც მისი ხარისხი და დიზაინი ყოველთვის მნიშვნელოვანია.
 მე პირადად დიდი ზომის ჩანთებს ვანიჭებ უპირატესობას.მოდასთან ერთად ის მოსახერხებელია და უამრავ ნივთს იტევს. აქედან გამომდინარე ჩემს ჩანთაში მუდამ არეულობაა:) 
                
                   
რაც შეეხება ჩანთის ზომას და ფერს ამ მხრივ არჩევანი საკმაოდ ფართოა,თუმცა ყველაზე აქტუალურად დიდი ზომის შავი ფერის ჩანთა რჩება,მის პოპულარულობას ისიც განსაზგვრავს რომ გაცილებით მარტივი შესახამებელია ყველა ტიპის სამოსთან და ასევე ძალიან კომფორტულია ყოველდგიური ხმარებისთვის.
ასევე ძალიან მოდურია მუქ სამოსთან შედარებით ღია ფერის ჩანთის ტარება,მაგალითად ყავისფერი ან მუქი შინდისფერი და ლურჯი ,ასეთი ფერის ჩანთა ძალიან ეფექტურია როგორც ყოველდგიური ლუქებისთვის,ასევე საღამოს კაბებზეც 



რაც შეეხება შედარებით უფრო გამოსასველ სამოს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ,ამ სიტუაციაში კარგი იქნება თუ უპირატესობას პატარა ზომის სადა ჩანთას მიანიჭებთ რათა თქვენი ლუქი ძალიან არ გადატვირთოთ 
                    



 ჩემი ბოლო რჩევა ჩანთის შერჩევისას იქნება ყურადგება მის ხარისხზე გაამახვილოთ,ხოლო მისი დიზაინი თვენი სტილის და გემოვნების მიხედვით უნდა იქნეს შერჩეული









                               
              


No comments: